loader

“თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ“ - ნინო წილოსანი პრეზიდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ“ - ნინო წილოსანი პრეზიდენტს

“ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე! თქვენს პოს­ტში არა მხო­ლოდ არას­წო­რი სი­ტყვე­ბი და ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეც­დო­მე­ბია, არა­მედ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შეც­დო­მა ხართ“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი, ნინო წი­ლო­სა­ნი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რილ „პოსტს“ ეხ­მა­უ­რე­ბა.

ამას­თან, წი­ლო­სა­ნი მი­მარ­თავს იმ პი­რებ­საც, ვინც ხვალ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლას და ანარ­ქი­ას აპი­რებს, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

“ხოლო მათ, ვინც ხვალ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლას და ანარ­ქი­ას აპი­რებს, არ­სე­ბობს კა­ნო­ნი და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ მი­ღე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი - სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ან ბლო­კი­რე­ბა - არის და­ნა­შა­უ­ლი და ის­ჯე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის მუხ­ლე­ბით, პა­ტიმ­რო­ბით... მუხ­ლი 222”, - წერს ნინო წი­ლო­სა­ნი Facebook-ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მე­თერ­თმე­ტე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის შეკ­რე­ბამ­დე და­გეგ­მილ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს აფრ­თხი­ლებს, არ გას­ცდნენ შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს და თავი შე­ი­კა­ვონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბის­გან. რო­გორც უწყე­ბა გან­მარ­ტავს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია მი­ი­ღებს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ზო­მას უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის აღ­საკ­ვე­თად. ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა­ში შსს მი­უ­თი­თებს, რომ კა­ნო­ნით პირ­და­პირ აკ­რძა­ლუ­ლია სტრა­ტე­გი­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტის ბლო­კი­რე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 222-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად დას­ჯად ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს.