"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა - თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა, უფრო ვიტყოდი ჩაქოლვა ნახეთ” - რას წერს და რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
ჟურბალისტი ნანუკა ჟორჟოლუანი სოციალურ ქსელში 2007 წლის, 7 ნოემბრის კადრებს ავრცელებს და წერს:
"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა, უფრო ვიტყოდი ჩაქოლვა ნახეთ.
ეს ვიდეო არ გამახსენდებოდა, რომ არა ქოცების მხარდამჭერების კომენტარები რომ 21 წლის შეშინებული ბიჭი, ჯოხის ქნევისთვის უნდა “დახვრიტონ”.
დიახ მეგობრებო, გიტარით რომ ჩამოხვალ თელავიდან აქციაზე და პრიმა მუხლით გასამართლებენ დახვრეტაა!
გახსოვდეთ საიდან მოდიხართ, თორემ ჩემთვის, მაშინაც და ახლაც პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელია, მაგრამ არსებობს შიში, როცა მეგობრებს გიჭერენ, გოგოებს და 14 წლის მოზარდებს მანქანებში მიათრევენ და უბრალოდ არ იცი სხვის გადასარჩენად როგორ იმოქმედო!
თავისუფლება მათეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ყოველ დღე, დილის ლოცვასავით უნდა დავიწყოთ დღე ამ მოთხოვნით!"