ვიდეოკადრები ვიქტორ სანიკიძის შვილის ნათლობიდან - ნათლიები ბერა ივანიშვილი და გიორგი ამილახვარი არიან
„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა.
ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს.
როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.