"ის რაც აბსოლუტურად მანადგურებს" - რას წერს თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
"ის რაც აბსოლუტურად მანადგურებს ვარდების რევოლუციიდან 21 წლის შემდეგ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის სამ ათწლეულზე მეტის შემდეგ, დღეს, 23 ნოემბერს ჩემს feed-ში ძირითადად ეს მრავალჯერ გაზიარებული პოსტები მხვდება.
“მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული გოგო ფორმულას გადაცემა "მეჩვიდმეტე სართულის" ეთერში ყვება, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა, მანქანაში რომლითაც იზოლატორში გადაყავდათ, მუხლებზე დააყენეს და სექსუალურად ავიწროებდნენ.ასე მუხლებზე მდგარი ამგზავრეს იზოლატორამდე და სკამზე არ დასვეს.”-- "23 წლის ბიჭი ექვსი წლით უნდა გამოამწყვდიონ ციხეში რკინის ჯებირის დაზიანების გამო..
არადა, ეს კაცი ოთხსულიანი უღატაკესი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გახლდათ, თბილისში არემონტებდა ბინებს და თანხას მშობლებსა და დეიდას უგზავნიდა. მამა ავად ყავს, ძლივს დადის; დედას კიდურები აქვს დამწვარი, დეიდა ოცი წელია ლოგინსაა მიჯაჭვული.სამი ავადმყოფი მოხუცი დარჩა მარტო, ლუკმის მიმწოდებლის გარეშე...
"იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს ქუჩაში იდგა, რუსულ ტანკებს უვარდებოდნენ, ხმის ჩაწყვეტამდე დამოუკიდებლობას ითხოვდნენ ასეთი საქართველო ეოცნებებოდათ?ნეტავ თუ აცნობიერებენ, რომ ხვალ პარლამენტში შებრძანებულებს ყელმოღერებულები მარგარიტა სიმონიანობას რომ ითამაშებენ, ამ ახალგაზრდა გოგოს და იმ ახალგაზრდა კაცის სევდა აუცილებლად დაახრჩობთ არსებობს სევდა, დარდი, წუხილი რომელიც აუცილებლად წამოგეწევათ. ეს ისტორიები სწორედ ამგვარია," - წერს ხიდაშელი.