"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს:
"შეხვედრაზე ძირითადად საორგანიზაციო საკითხების განხილვა მოხდა. უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის, პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურების შესახებ.სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო იმ საორგანიზაციო საკითხებს, რაც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების, ვიცე-სპიკერების და სხვა საპარლამენტო თანამდებობების არჩევას შეეხება. მათ შორის, განხილულ იქნა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ტექნიკური საკითხები.
უმრავლესობის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება და პირველ სხდომას გამართავს."