loader

"მინდა, მთელი სერიოზულობით ვთქვა, რომ ეს არის გზა, გარეთ მასიურ პროტესტთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები..." - მამუკა ხაზარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა, მთელი სერიოზულობით ვთქვა, რომ ეს არის გზა, გარეთ მასიურ პროტესტთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები..." - მამუკა ხაზარაძე

"ინიციატივა “სახალხო პარლამენტის“ შექმნაზე გავაჟღერე იმის გამო, რომ დრო არ ითმენდა. მეორე დილასვე გავაცანით ეს იდეა პრეზიდენტს. ამ თემაზე ჩვენ ორ ოპოზიციურ პარტიასთან გუშინ გვქონდა მსჯელობა, გახარიას პარტიასთან ჯერ არ გვქონია პირადი კომუნიკაცია. მინდა, მთელი სერიოზულობით ვთქვა, რომ ეს არის გზა, გარეთ მასიურ პროტესტთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ მარტო ქუჩა არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება სოლიდური წარმომადგენლობა და ის ადამიანები, რომლებიც ვერ გამოდიან ქუჩაში, მილიონ ადამიანზეა საუბარი მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს დაცული და არ იყოს ის დაქსასულობა" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "TV პირველი" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.