loader

ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - 43 წლის კაცი, რომელმაც დასახმარებლად დარეკა, პოლიციამ საკუთარ სახლში მოკლა (აშშ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - 43 წლის კაცი, რომელმაც დასახმარებლად დარეკა, პოლიციამ საკუთარ სახლში მოკლა (აშშ)

ლას-ვეგასში, პოლიციის ოფიცერმა 43 წლის ბრენდონ დურამი საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრა. დურამი სახლში შემოჭრილ თავდამსხმელს ებრძოდა, რა დროსაც 911-ზე დარეკა და დახმარება ითხოვა.

მომხდარის შემდეგ, გარდაცვლილის ოჯახი და მისი 15 წლის ქალიშვილი, რომელიც შემთხვევის დროს გვერდითა ოთახში იმყოფებოდა, ოფიცრის სამსახურიდან გათავისუფლებას და მის სამართლებრივ დასჯას ითხოვენ.

პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა, როდესაც ოფიცერი ალექსანდერ ბუკმენი გამოძახების ადგილზე მივიდა და დურამი იმ მომენტში დაინახა, როდესაც ის თავდამსხმელ ქალს ებრძოდა და მისთვის დანის წართმევას ცდილობდა.

ოფიცერმა ორივე გააფრთხილა, რომ დანა დაედოთ და ჩხუბი შეეწყვიტათ, შემდეგ ექვსჯერ გაისროლა, რამაც დურამის გარდაცვალება გამოიწვია.

თავდამსხმელი, 31 წლის ქალი, რომელსაც სხვის საკუთრებაში უკანონოდ შეიარაღებულ შეჭრას ედავებიან, დაკავებულია.

პოლიცია მომხდართან დაკავშირებით შიდა გამოძიებას აწარმოებს.