"მართლა რამდენს ბედავენ “ამ ვიდით", "ეკუუუ, რა დღეში გაქვს ნერვები…" - დაპირისპირება სოციალურ ქსელში: სალომე გოგიაშვილი ეკა კვესიტაძეს "სვეცკებზე" დაწერილ პოსტს პასუხობს
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკურმა სიტუაციამ კვლავ დაძაბულია. ოპოზიციური ძალები არჩევნებს არ აღიარებენ, რასაც არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. დაპირისპირება გრძელდება ორივე მხარის ამომრჩევლებს შორის.
"მთავარი არხის" ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ოპოზიციის მხარდამჭერია. მისი სტატუსები სოციალურ ქსელში არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ მათი მხარდამჭერების კრიტიკითაც გამოირჩევა. რამდენიმე საათის წინ დაწერილ მის ერთ-ერთ სტატუსს, სოციალურ ქსელში მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკაც მოჰყვა."სამართლიანობისთვის ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ - თუ ვინმე მართლა რამეს წარმოადგენს ამ ქალაქში - ე.წ. "სვეცკობა" იქნება და ინტელექტუალური ელიტა, ამ მიტინგებზე დგას და ეს ზარქუას დის თუ სალომე გოგიაშვილების იმედზე მყოფი და იკარუსებით გაღატაკებული ხალხის ჩამომყვანი ქოცები რამდენს ბედავენ. მართლა რამდენს ბედავენ “ამ ვიდით" - წერს კვესიტაძე.
ჟურნალისტის სტატუსს სალომე გოგიაშვილი პირადად გამოეხმაურა.
"ეკუ, მესმის, შენთან ჭიათურაში რომ გადამეკეტა გზები და შემეფერხებინე, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ჩვენზე ხართ განაწყენებული? - ნტტტ, ეკუუუ, რა დღეში გაქვს ნერვები…" - წერს სალომე, თუმცა გარდა სალომესი, კვესიტაძის სტატუსი მხარდამჭერების ნაწილსაც არ მოეწონათ, რის გამოც, ჟურნალისტს კიდევ ერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება.
"ვიღაცები უკონტექსტოდ დაათრევენ ჩემს ერთ პოსტს თურმე. სუნიანები რომ ეძახეს ქოცების წერა-კითხვის უცოდინარმა ტრო-ბოტებმა აქციაზე მდგომ ხალხს, იმაზე დავწერე. ამაზე სასაცილო მართლა არაფერი ვიცი. ისე ტონის შეგრძნება რომ ჰქონდეთ ადამიანებს, უკეთესი იქნებოდა და კიდევ წაკითხულის გააზრების - იმედია, დამლაიქებლებს მაინც აქვთ.
პ.ს. ისე მე გლეხი ვარ და სვეცკობის წევრი არასოდეს ვყოფილვარ..." - ასე ხსნის კვესიტაძე რამდენიმე საათის წინ დაწერილ სტატუსს.
მისი თქმით, გოგიაშვილი, ქოცური ინტელექტის სახე უკვე გამომეხმაურა, ასევე დასძენს, რომ მალე "ანოუკისა და ზარქუას დას" ელოდება.