"რაღაცებზე შევთანხმდი, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი" - რას თქვა ზურა ჯაფარიძემ ოპოზიციური გაერთიანების შეხვედის დასრულების შემდეგ?
აქციებზე ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი, ხვალ დილით , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველოს“ ოფისში ოპოზიცინერი ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელა: საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები.
„სამი პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაზეც აქამდეც ხშირად გვისაუბრია. ვიმსჯელეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორ უნდა გვქონდეს კოორდინაცია, ამასთან დაკავშირებით, სრული თანხმობა გვაქვს, მათ შორის ვიმსჯელებთ იმასთან დაკავშირებით, როგორ იყოს უფრო ეფექტური კოორდინაცია.
მეორე საკითხია, [პარლამენტისთვის] აქაური ლეგიტიმაციის არმიცემა არცერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ. სამი პოლიტიკური ჯგუფი ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს.
მესამე საკითხი იყო - აქციები, რომელზეც ბევრი ვისაუბრეთ. რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცები კიდევ გვაქვს გასავლელი ხვალ დილით, მაგრამ დეტალებს ჯერ არ მოგიყვებით. დღეს ღამეც გაგრძელდება კონსულტაციები ჩატებში“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.