"გლდანის ხიდზე ისეთი ავარია იყო, გული გამისკდა" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
თბილისში, გლდანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
"გლდანის ხიდზე ისეთი ავარია იყო, გული გამისკდა... ღმერთო, ყველა ცოცხალი იყოს" - ამის შესახებ მოქალაქე მარიამ ბაციაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.