გიორგი მიქაუტაძემ ჩეხებს გოლი გაუტანა
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ანგარიშში სხვაობა შეამცირა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
ამ დროისთვის საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის ანგარიში 1:2 .
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთთან ქალაქ ოლომოუცში მართავს.
როგორც ცნობილია, ჩეხეთის ნაკრები სატურნირო ცხრილში 8 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს საქართველოს ნაკრებს.