საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმს ჩეხეთთან აგებს
ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთთან 0:2 მარცხდება.
მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულჩის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა შეტევებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ „კვარას“ ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში მცველს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძე ვერ გამოიყენა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
ოლომოუცი. „ანდრუვი“ჩეხეთი - საქართველოგოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24)