loader

ჭავჭავაძის გამზირზე კარვები მიიტანეს - კადრები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭავჭავაძის გამზირზე კარვები მიიტანეს - კადრები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება და ბოლომდე ტერიტორიაზე დარჩებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

აქციის მონაწილეები დღეს მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, რომლის ნაწილიც სამართალდამცავების ჰქონდათ დაკავებული. პოლიციის მიერ ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლეს.