"თუ დაგვშლით, კიდევ უფრო მეტი ვიქნებით, მერე კიდევ უფრო მეტი" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას ეხმაურება და წერს: "თუ დაგვშლით, კიდევ უფრო მეტი ვიქნებით, მერე კიდევ უფრო მეტი. და ბოლოს, გავიმარჯვებთ სახელოვნად."
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა მომიტინგეებს მიმართეს, რომ დღესაც გასული ღამეების მსგავსად, თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელებენ პროტესტს. შეგახსენებთ, თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.