ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს - "სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები "ქოცებს"
ნიკა გვარამია გაცხადებას ავრცელებს:
"პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები - ნაცემი და დაკავებული. მთავარი არხის მეგობარი ოპერატორი - ნაცემი და დაკავებული.
მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა," - წერს გვარამია.