მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი "მთავარი არხის" ოპერატორია
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა.
ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
ვიდეო: "მთავარი არხი"