ფიზიკური დაპირისპირებაა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის - მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს
მელიქიშვილის გამზირზე, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.
დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავებულების გარდა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.