ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე, დედასთან ერთად გამოჩნდა
ანჯელინა ჯოლი Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე, 16 წლის ვაჟთან, ნოქსთან ერთად გამოჩნდა, რომელიც მისი და ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის ბიოლოგიური შვილია, გამოჩნდა. ეს ღონისძიება ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (AMPAS) ყოველწლიური დაჯილდოებაა.
ეს ნოქსის პირველი საჯარო გამოჩენაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. სხვებისგან განსხვავებით, ჯოლის შვილებიდან ნოქსი იშვიათად ჩნდება საზოგადოების წინაშე. საერთო ჯამში, ყოფილ წყვილს ექვსი შვილი ჰყავთ: პაქსი, მედოქსი, ზაჰარა, შაილო, ვივიენი და ნოქსი.
ინტერნეტში ჯოლის შვილების განხილვები არ წყდება, განსაკუთრებით ყოფილი წყვილის კონფლიქტის ფონზე. ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯოლისა და პიტის ნაშვილები შვილები უფრო პრივილეგირებულად გამოიყურებიან, ხოლო ბიოლოგიური ბავშვები ჩრდილში რჩებიან და თითქმის არ ჩნდებიან საჯაროდ.
ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ჯოლი ცდილობს შვილები პიტის წინააღმდეგ განაწყოს და ამ გზით მასზე შური იძიოს. ინსაიდერების თქმით, შვილები თითქმის არ ურთიერთობენ მამასთან, ხოლო ზოგიერთი მათგანი, მათ შორის შაილო და ვივიენი, უარს ამბობს პიტის გვარის გამოყენებაზე.