loader

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე, დედასთან ერთად გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ვაჟი Governors Awards-ის წითელ ხალიჩაზე, დედასთან ერთად გამოჩნდა

ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი Governors Awards-ის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, 16 წლის ვაჟ­თან, ნოქ­სთან ერ­თად გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მისი და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ბრედ პი­ტის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლია, გა­მოჩ­ნდა. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა ამე­რი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის აკა­დე­მი­ის (AMPAS) ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ე­ბაა.

ეს ნოქ­სის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნაა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯო­ლის შვი­ლე­ბი­დან ნოქ­სი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. სა­ერ­თო ჯამ­ში, ყო­ფილ წყვილს ექ­ვსი შვი­ლი ჰყავთ: პაქსი, მე­დოქ­სი, ზა­ჰა­რა, შა­ი­ლო, ვი­ვი­ე­ნი და ნოქ­სი.

ინ­ტერ­ნეტ­ში ჯო­ლის შვი­ლე­ბის გან­ხილ­ვე­ბი არ წყდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ყო­ფი­ლი წყვი­ლის კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯო­ლი­სა და პი­ტის ნაშ­ვი­ლე­ბი შვი­ლე­ბი უფრო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, ხოლო ბი­ო­ლო­გი­უ­რი ბავ­შვე­ბი ჩრდილ­ში რჩე­ბი­ან და თით­ქმის არ ჩნდე­ბი­ან სა­ჯა­როდ.

ასე­ვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ჯოლი ცდი­ლობს შვი­ლე­ბი პი­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყოს და ამ გზით მას­ზე შური იძი­ოს. ინ­სა­ი­დე­რე­ბის თქმით, შვი­ლე­ბი თით­ქმის არ ურ­თი­ერ­თო­ბენ მა­მას­თან, ხოლო ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი, მათ შო­რის შა­ი­ლო და ვი­ვი­ე­ნი, უარს ამ­ბობს პი­ტის გვა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.