loader

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა... გეგმა არსებობს" - რა განაცხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა... გეგმა არსებობს" - რა განაცხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ?

„სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილი სხვა კოალიციებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პირობითი სახელით „სახალხო პარლამენტის“ იდეა ერთიანობის ფორმატის შექმნას ემსახურება.