გიორგი ლიფონავას პირველი კომენტარი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ
„ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა და მასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ორი პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დაკავებულების სასამართლოში გადაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, მათი ადმინისტრაციული წესით დაკავების 48- საათიანი ვადა ამოიწურა, რის გამოც ისინი გათავისუფლდნენ.
ცნობისთვის, 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ცესკო-მ 2026 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, ცესკო-სთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დაიწყეს, ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევდნენ. სწორედ აღნიშნულ პერიოდში მოხდა 3 პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება.