loader

"გააკეთეს საიდუმლოდ, რომ არ ყოფილიყო საჯარო, თუმცა ეს წერილი მათივე პარტიის წამომადგენლებმა მოგვაწოდეს" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გააკეთეს საიდუმლოდ, რომ არ ყოფილიყო საჯარო, თუმცა ეს წერილი მათივე პარტიის წამომადგენლებმა მოგვაწოდეს" - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა გაჯერებულია სიძულვილით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით და ქვეყნის და საკუთარი მოსახლეობის ღალატი მათი ყოველდღიურობა.