loader

"ასე გამოიხურეს შავ-თეთრი ცხოვრების კარები...ახალ სახლში, დედის სურათი ხატებთან ერთად უნდა დაკიდონ" - უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს, რომლებსაც დედა გარდაეცვალათ, ბინა აჩუქეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ასე გამოიხურეს შავ-თეთრი ცხოვრების კარები...ახალ სახლში, დედის სურათი ხატებთან ერთად უნდა დაკიდონ" - უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს, რომლებსაც დედა გარდაეცვალათ, ბინა აჩუქეს

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ სამ მცირეწლოვანს, რომლებსაც დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ, ბინა აჩუქეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიკა სალაყაია • Dika Salakaia ავრცელებს:

"ჩვენ, ყველამ ერთად ოთხი ობოლი პაწაწინას ცხოვრება შევცვალეთ!

“ხელებს ვშლი და ვყვირივარ, ღმერთო, გამომივიდა!” - ამ წინადადების გამეორებაც კი სიხარულით მივსებს გულს - შევძელით!

ბინა ვაჩუქეთ! ქართველებო, აი, რა შეგვიძლია ერთად დგომით! ასე გამოიხურეს შავ-თეთრი ცხოვრების კარები.

ახალ სახლში, დედის სურათი ხატებთან ერთად უნდა დაკიდონ. რადგან მათი დედა ნამდვილი ანგელოზია…

არ დავიღლები ჩემო ქართველებო, მადლობების თქმით და მიყვარხართ!

ეს სიკეთე თქვენია!

მიყვარხართ! " - წერს დიკა სალაყაია და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, სამ მცირეწლოვანს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ, დედა ცოტა ხნის წინ გარდაეცვალათ.