“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს!..." - ნიკა გვარამიას მიმართვა აქციიდან
ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩებით. 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ - ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, - ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზირზე შეკრების საზოგადოებას.
მისივე თქმით, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.
“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. აღარაფრის დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი ვინც მიიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში.
მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს. ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის არ შეუშინდეს დაჭერას, სიცივეს, რუსულ რეჟიმს? - იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში!
ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის. იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ.
ჩვენ მზად ვართ, ყველაფრისთვის. კვლავ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა - ლიდერებზე. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენს გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს, თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს. თქვენ მოპარული ხმები ჩვენ გვავალდებულებს, რომ ეს ქვეყანა, ხმები დავიბრუნოთ და ჩვენი საერთო წინაპრები, შვილები გვავალდებულებენ, რომ დავდგეთ და არ წავიდეთ, ვიდრე ამ ქვეყნიდან არ წავლენ “ქოცები”.
მაშ ასე, წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო ელექტორატის ხელში ჩავარდნილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით “ქოცების” წასვლას", - განაცხადა გვარამიამ.