„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან
„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.
ამ წუთებში, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე, კარვებში გაათენონ.
მანამდე, კოალიციის წევრებმა საზოგადოებას მიმართეს და 24 - საათიანი პროტესტი დააანონსეს.