რას წერს გიორგი მამარდაშვილი საქართველო-უკრაინას შორის გამართული მატჩის შემდეგ?
ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი საქართველო-უკრაინას შორის გამართული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ეს გზა რთულია, მაგრამ სასიამოვნო და დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომლითაც თითოეული ქართველი გაიხარებს. დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს იმ გარემოსთვის, რომელიც გუშინ ღამით ერთად შევქმენით,"- წერს გიორგი მამარდაშვილი.