როგორ მიულოცა სიმღერის ავტორმა ანდრია ფუტკარაძეს გამარჯვება - გიგა კუხიანიძის ემოციური მილოცვა საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულს
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულს, ანდრია ფუტკარაძეს სიმღერის ავტორი, გიგა კუხიანიძე ემოციურად ულოცავს:
„ჩემი ოქრო ანდრია. ანდრია ფუტკარაძე ძალიან გაგვახარე ყველა. შენ მაჩუქე უდიდესი სიხარული. მადლობა რომ გჯეროდა ჩემი და 100% შენი გახადე სიმღერა. ღმერთმა ასეთი უამრავი სიხარული მოგცეს. დანარჩენი რომ ჩამოხვალ ბევრს ჩაგეხუტები. შენ ისევ დააბრუნე საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე როგორც რეკორდსმენი ქვეყანა. I love JESC დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და ამ სიხარულის გაზიარებისთვის“ – წერს გიგა კუხიანიძე.
ცნობისთვის, ანდრია ფუტკარაძემ 239 ქულით საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია.
სწორედ გიგა კუხიანიძის დაწერილი To My Mom-ით წარდგა, ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე.
საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.