საქართველო-უკრაინის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა
უეფა "ერთა ლიგის“ მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უკრაინის ნაკრების უპირატესობით - 1:0 ანგარიშით დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა.
შეხვედრის მეორე გოლი, საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, გიორგი მიქაუტაძემ მატჩის 77-ე წუთზე გაიტანა.
ნაკრებებს შორის შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. რაც შეეხება დღევანდელ მეტოქეს - უკრაინა 5 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. ხოლო, 6 ქულა აქვს ალბანეთს ეროვნულ ნაკრებს.
ცნობისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 16 ნოემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობდა.