როგორ შევხვდეთ გველის წელს, იმისთვის რომ წარმატება მოვიზიდოთ?
იმისათვის, რომ 2025 წელს წარმატება მოვიზიდოთ და წლის მთავარი სიმბოლოს კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, მნიშვნელოვანია, რამდენიმე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ:
პირველ რიგში, სასურველია, სუფრასა თუ დეკორაციებში მწვანე, ყავისფერი და შავი ჩრდილები გამოვიყენოთ. ამავე რეკომენდაციით შეგვიძლია, სამოსის არჩევისას ვიხელმძღვანელოთ. სამკაულების არჩევისას კი უმჯობესია, ბუნებრივი ქვისგან დამზადებულ აქსესუარებს მივანიჭოთ უპირატესობა.
განათავსეთ წლის მთავარი სიმბოლოს გამოსახულება სახლის სხვადასხვა სივრცეში, რომ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ.
სადღესასწაულო სუფრაზე მრავალფეროვანი კერძები უნდა იყოს. მენიუში რეკომენდებულია ფრინველის, საქონლის ან ცხვრის ხორცის, ასევე თევზისა და ზღვის პროდუქტების შეტანა. არ დაივიწყოთ მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული.
ასევე, მნიშვნელოვანია, წელს დადებითი განწყობით შევხვდეთ, რომ წარმატება და იღბალი მოვიზიდოთ.