ბრიფინგი ცესკო-ში - "ტექნოლოგიური არჩევნების მართვა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელდა"
შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერისა და არჩევნების ოფიციალურად დასრულების დასკვნითი ბრიფინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნაცვლად, მისმა მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გამართა.
როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი სამწუხარო ინციდენტის გამო, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგის ჩატარება ფიზიკურად ვერ შეძლო.
გიორგი შარაბიძემ საზოგადოებისთვის შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერის პროცედურა განმარტა.