loader

გიორგი კალანდარიშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი კალანდარიშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც დავით კირთაძემ შავი საღებავი შეასხა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა. სხდომის განახლებისას ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ინციდენტის გამო, რომელმაც სხდომის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა, რაც, დიდი ალბათობით, ინციდენტის დროს მიღებულ დაზიანებას უკავშირდება.

„ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები პროცესს ვერ შეაჩერებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე, რომელზეც არჩევნების შედეგებს აჯამებენ დაპირისპირება იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.უფრო კონკრეტულად, დაპირისპირება მოჰყვა არჩევნებთან დაკავშირებით კირთაძის განცხადებას, სადაც მან კალანდარიშვილს „ტოჩკა რუ“ უწოდა და რომლის შემდეგაც რეგლამენტით გათვალისწინებული დროის გასვლის მიზეზით მას მიკროფონი გაუთიშეს.