loader

მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიაში ასლან ბჟანიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა აცხადებს, რომ „ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას და მოლაპარაკებებში პაუზაა"

ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, - ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.

„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ,” - განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის, პარალელურად მედიაში აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ოპოზიციის მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.