"ქალბატონ სალომეს თანამდებობაზე ყოფნის სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი და წესით, დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით" - შალვა პაპუაშვილი
ოპოზიციონერთა ნაწილის ინიციატივას, რომ სიების ჩახსნის პროცესში პრეზიდენტიც ჩაერთოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისთვის ზურაბიშვილს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი.
"ქალბატონ სალომეს სულ რამდენიმე პარასკევი აქვს დარჩენილი ამ თანამდებობაზე ყოფნის და მის ადგილას, წესით, ადამიანი დაკავებული უნდა იყოს საკუთარი ნივთების გამზადებით, იმისთვის, რომ გავიდეს მისი პოზიციიდან, - განაცხადა პაპუაშვილმა