loader

"ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, უგონო მდგომარეობაში იმყოფება... ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმშობიარა ნაადრევად" - რას ამბობს 28 წლის შო­რე­ნა ონი­ანის ნათესავი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, უგონო მდგომარეობაში იმყოფება... ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმშობიარა ნაადრევად" - რას ამბობს 28 წლის შო­რე­ნა ონი­ანის ნათესავი?

28 წლის შო­რე­ნა ონი­ანი, რომელსაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ად­რე­ვად ტყუ­პი შე­ე­ძი­ნა და მშო­ბი­ა­რო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, თურქეთის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შო­რე­ნას ბი­ძაშ­ვილ­ი მისი მოგ­ვა­რე­ და მო­სა­ხე­ლე შო­რე­ნა ონი­ან­ი ავრცელებს.

"გამოკვლევები ჩაუტარდება და დაუყონებლივ დაიგეგმება და ჩაუტარდება ურთულესი ოპერაცია, რომელზეც ყველა დიდ იმედს ვამყარებთ... მეგობრებო, ნათესავებო, აბსოლუტურად ყველას გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ტაძრებში, დაანთოთ სანთლები და შორენას გამოჯანმრთელებისთვის ილოცოთ. სვანეთში ვისაც შეგიძლიათ, სვანური წესითად დალოცოთ, ერთობლივი ლოცვა და მხარდაჭერა უფრო ძლიერად მიუვა, მე ასე მჯერა და გთხოვთ თქვენც იწამოთ ასე და დილიდანვე ტაძრებში, ხატებთან, დანთებული სანთლებით ვილოცოთ..." - წერს შო­რე­ნა ონი­ან­ი.

როგორც მან ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, შორენას ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი და უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

"ორ­სუ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რად მი­დი­ო­და, ყვე­ლა პა­რა­მეტ­რი ნორ­მა­ში იყო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ტყუ­პებს ელო­დე­ბო­და, მა­ინც იყო ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბის რის­კი. ეს შო­რე­ნას­თვის პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა იყო, თავს უფრთხილ­დე­ბო­და, ცდი­ლობ­და, რომ მოს­ვე­ნე­ბით ყო­ფი­ლი­ყო. ამ კვი­რა­ში ჰქონ­და სა­კე­ის­რო კვე­თა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო. ზეს­ტა­ფონ­ში ცხოვ­რობ­და, წყლე­ბი იქ დაღ­ვა­რა, მა­ლე­ვე წა­მო­ვი­და ქუ­თა­ის­ში, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვად მშო­ბი­ა­რო­ბა მო­უ­წია.

ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ში იმშობიარა, ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და­ი­ბად­ნენ. თვი­თო­ნაც ნორ­მა­ლუ­რად გრძნობ­და თავს. ჩვე­ნი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას, ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, შემ­დეგ პა­ლა­ტა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მე­გო­ბა­რიც მას­თან ერ­თად იყო პა­ლა­ტა­ში. სუს­ტად გრძნობ­და თავს, თავ­ბრუს­ხვე­ვას. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გულყრის ეპი­ზო­დი ჰქონ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა. ექოს­კო­პი­ა­ზე შე­იყ­ვა­ნეს და ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა იყო და­წყე­ბუ­ლი მუც­ლის ღრუ­ში. მა­შინ­ვე სა­ო­პე­რა­ცი­ოდ შე­იყ­ვა­ნეს.

ახლა შო­რე­ნა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მთე­ლი რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. და­კარ­გა საშ­ვი­ლოს­ნო, მაგ­რამ მა­გას ვინ და­ე­ძებს, მთა­ვა­რია გა­დარ­ჩეს. ახლა თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა"...

განაგრძეთ კითხვა ბმულზე>>>