loader

"როცა ეს ამბავი გაიგო, თავისი ერთი გოჯი მიწა ამ კაცს გაუყო და კონტეინერი დაგვადგმევინა, თუ დაატევთ, ერთი კიდევ დადგითო…" - აკა სინჯიკაშვილი ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როცა ეს ამბავი გაიგო, თავისი ერთი გოჯი მიწა ამ კაცს გაუყო და კონტეინერი დაგვადგმევინა, თუ დაატევთ, ერთი კიდევ დადგითო…" - აკა სინჯიკაშვილი ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს

სოციალურ ქსელში ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას ემოციურ ინფორმაციას უზიარებს"

„კიდევ ერთი ადამიანი ავარიდეთ ქუჩაში გაყინვას და თავისი სახლი აქვს,

„მაგრამ აქ, ამაზე სასწაული ამბავია და ახლა გეტყვით… ასეთი კონტეინერის დასადგმელად, სულ 15 კვადრატული მიწა გვჭირდება. დენი და წყალი რომ ახლოს იყოს და თითქმის შეუძლებელი გამოდგა ამხელა ქალაქში ასეთი ადგილის პოვნა. როგორ არ ვცადეთ და ერთი კაცი არ გამოგვხმაურებია არცერთი მხრიდან.

ამას წინათ ერთ ბებოს დავეხმარეთ. ნანგრევებში ცხოვრობდა და ახლა კარგად არის.

როცა ეს ამბავი გაიგო, თავისი ერთი გოჯი მიწა ამ კაცს გაუყო და კონტეინერი დაგვადგმევინა. თუ დაატევთ, ერთი კიდევ დადგითო…

ახლა მეზობლები არიან და ერთმანეთს ეხმარებიან… ასეთ დიდ ადამიანებს, ახლოდან მხოლოდ ქუჩაში შეხვდები…

სულ რვა ადამიანი შევასახლეთ ქუჩიდან და იცოდეთ, რომ ისინი თქვენი დამსახურებით გადარჩნენ“. – წერს აკა სინჯიკაშვილი