loader

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი რუსეთ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი დღეს "მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების" შესახებ კანონპროექტის რატიფიკაციას გეგმავს. აღნიშნულ პროცესს აფხაზეთში ხმაური და დაპირისპირება ახლავს.

ადგილობრივი ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის პარალელურად აქციის გამართვას გეგმავს.

ოპოზიცია დოკუმენტის რატიფიცირებას ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ კანონი აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვას ითვალისწინებს.

საკითხის გამო 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის "ოპოზიციის" ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულიდან სამის საქმე უკვე დაიხურა.