თბილისის ზღვაზე პოლიციელის ცხედარი იპოვეს - რას ამბობენ გარდაცვლილი 28 წლის კაცის ოჯახის წევრები?
თბილისის ზღვაზე შსს-ს საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის ცხედარი იპოვეს - ოჯახი ამბობს, რომ 28 წლის კაცი მოკლულია.
"მთავარი არხის" ცნობით, ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ნახეს.
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა.
"გამოძიებას ვითხოვთ. ტელეფონიც არ არის გახსნილი. იქ რანაირად ჩავიდა მანქანა, რანაირად გაიგეს, რომ ეს იყო მკვდარი, ვინ გაიგო, რათ დაუწყეს ძებნა? 24 საათი ხომ არ უნდა ეძებნო სანამ არ გამოვაცხადებთ? რატომ ეძებდნენ..." ამბობს გარდაცვლილის დედა.