loader

"ეს იყო შეცდომა - ვაღიროთ ყველამ! შეგვეშალა, მაგრამ..." - რა განაცხადა ნიკა გვარამიამ პარტიის -"კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს იყო შეცდომა - ვაღიროთ ყველამ! შეგვეშალა, მაგრამ..." - რა განაცხადა ნიკა გვარამიამ პარტიის -"კოალიცია ცვლილებისთვის" მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე?

ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, 26 ოქტომბერს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებებსა და სხვადასხვა შინაარსის სტატისტიკებს აცნობენ.

მათი თქმით, მიუხედავად ამ შეცდომისა, მათ მოახერხეს გაყალბებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოგროვება.

„ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ გადამწყვეტ არჩევნებში ისეთ სისტემაზე გადასვლაზე დავეთანხმეთ, რომელსაც არ ვიცნობდით, ეს იყო შეცდომა - ვაღიროთ ყველამ, პოლიტიკურმა, არასამთავრობო და საზოგადოებრივმა სპექტრმა. სისტემა, რომელსაც არ იცნობ, არ უნდა გამოიყენო ისტორიული არჩევნების მომენტში. შეგვეშალა, მაგრამ დავიჭირეთ გაყალბებაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.