"გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა! ნუ გავწირავთ" - ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
"გთხოვთ, დაგვეხმაროთ მეგობრებო, ვინც თბილისში იმყოფებით. მეგობარს სჭირდება სისხლის გადასხმა. რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა" - ახალგაზრდა ქალს, შორენა ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ინფორმაციას შორენა ონიანის ახლობლები. სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"გთხოვთ, დაგვეხმაროთ მეგობრებო, ვინც თბილისში იმყოფებით. მეგობარს სჭირდება სისხლის გადასხმა. რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც შეგიძლიათ დახმარება, მიდით თბილისში, იაშვილის კლინიკაში და ჩააბარეთ სისხლი შორენა ონიანის სახელზე (შორენა იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში). გთხოვთ, ჩვილ ტყუპებს გადაურჩინეთ დედა. ნუ გავწირავთ ახალგაზრდა გოგოს და მივცეთ შანსი დედობის" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.