"არ ვაპატიებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს! როგორი შვილი მომიკლა..." - მოკლული მამუკა ლომიძის დედის ემოციური განცხადება განაჩენის გამოცხადების შემდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თვის წინ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის დროს ბაჩო სირაძის თანმხლებ პირსაც. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, სირაძისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
ცნობისთვის, თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამუკა დოლიძე 2024 წლის 18 თებერვალს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს წინ უთანხმოება უძღოდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს - გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.