სალომე ზურაბიშვილს ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები შეხვდნენ
ორბელიანების სასახლეში შეხვედრები გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილს ამჯერად ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები შეხვდნენ. დახურულ კარს მიღმა საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნებსა და არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ მტკიცებულებების შეგროვებას შეეხებოდა.
ცესკო-ს ოპოზიციონერმა წევრებმა პრეზიდენტს განუმარტეს, რომ ისინი არ იყვნენ ჩართული ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საქმიანობაში, რომელიც არჩევნების მომზადებას და შემდეგ შეჯამებას უკავშირდებოდა.
პრეზიდენტისა და ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრების შეხვედრა მმარატველი პარტიის მხრიდან კრიტიკის საფუძველი კიდევ ერთხელ გახდა. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე ოპოზიციის შტაბად გადააქცია.