ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს
ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს.
ზუსტად ერთ კვირაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი განიხილონ.
იმ ფონზე, როცა ევროპელი ლიდერების ნაწილი არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, ქართულ ოპოზიციური ფლანგი სხდომიდან დადებით შეფასებებს არ ელის, თუმცა იმედოვნებს, რომ ევროპის ცენტრიდან გაჟღერებული კრიტიკა გარკვეულ შედეგს მოიტანს.
ხელისუფლების ოპონენტები ხელისუფლების ცვლილების გარეშე ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს ხედავენ.