რა კადრები დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ? - "მანქანის პატრონს აჩვენეთ ეგ ქალი, ადვილად ამოიცნობს"
"გამოვიდა სახლიდან ქუჩაში დატოვა ნაგავი და წავიდა" - წერს სოციალურ ქსელში "მოძრაობა ჩემი ქალაქი მკლავს" და ვიდეოს აქვეყნებს.
"მანქანის პატრონს აჩვენეთ ეგ ქალი, გრძელი ჟღალი თმით, ადვილად ამოიცნობს...
მასე ვეძებდით ზუსტად 3 თვე ერთ ქალს, რომელიც მანქანასთან გვიდებდა ნაგავს, ბოლოს გამოვიჭირეთ და გაეცა შესაბამისი პასუხი...
ჩვენს კორპუსში ლუფტთან დატოვა მეზობელმა და შევუყარეთ სახლში...
ეგ მეორე რაიონიდან არ ატარებდა მაგ ნაგავს, ახლოს ცხოვრობს მანდვე სავარაუდოდ... უნდა გაიგოთ ვინაა და ეგ ნაგვის პარკები სახლის კარებთან წამოუყაროთ....
ესაა ჩვენი პრობლემა რომ სამშობლო მარტო ჩვენი საკუთრი ბინა გვგონია და მარტო ჩვენი თავი. ის ვერ გავიგეთ რომ ეს ქვეყანა, სადარბაზოც, ქუჩაც, ყველაფერი ჩვენია და ჩვენ თვითონ თუ არ მოვუარეთ, სხვა არავინ მოუვლის და სულ ასეთ ნაგავში ვიქნებით" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.