აშშ-ში ზღვამ ადამიანის თავი გამორიყა - ამსახველ კადრებს CBS News-ი ავრცელებს
აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ზღვამ სანაპიროზე ადამიანის თავი გამორიყა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
მაიამის პოლიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ადამიანის თავის შესახებ შეტყობინება დაახლოებით დილის 8:30 საათზე მიიღეს. ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მუშამ მიაწოდა.
პოლიციის ცნობით, მუშამ ადამიანის თავი სანაპიროზე ცურვის დროს აღმოაჩინა. ახლა ესპერტიზა მუშაობს დაადგინოს, ვის ეკუთვნის სანაპიროზე გამორიყული სხეულის ნაწილი.