loader

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - "აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი"

"აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის “ფეისბუქზე“ გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია დასავლეთისა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

„თუ გვინდა, რომ მოვიპოვოთ დასავლეთის მხარდაჭერა და აგრეთვე აშშ-ის ახალი კაბინეტის თანადგომა, აუცილებელია გავზარდოთ ქუჩის აქციების მასშტაბი.

მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”,- წერს სააკაშვილი.