loader

ხაშურში, ავარიისას დაშავებული დების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის ახლობელი ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში, ავარიისას დაშავებული დების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის ახლობელი ინფორმაციას ავრცელებს

ხაშურში, ავარიისას დაშავებული დების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის ახლობელი ალექსანდრე ტაბატაძე ინფორმაციას ავრცელებს:

"მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში, მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი შედეგი გამოიღო თქვენმა გვერდში დგომამ, ოჯახმა იგრძნო, რომ მარტო არ არიან ამ ტრაგედიის წინაშე და სიცოცხლისათვის ბრძოლაში. ჩვენი მაგარი გოგოების მდგომარეობას რაც შეეხება, მართვით სუნთქვიდან მოხსნეს, თათულის დღე-დღეზე გამოღვიძებას ველოდებით, ნიაკოს მორიგი, მესამე, ოპერაცია უტარდება.

საქართველოში მკურნალობის დასრულების შემდეგ, ისევ და ისევ რეაბილიტაციის პერიოდია გასავლელი, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს. მთელი საქართველო დაუდგა მხარში, ისევ ერთსულოვანია საქართველო!!! შეგროვდა გარკვეული თანხა, მაგრამ კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, ისევ მოგმართავთ თხოვნით, ვისაც რისი საშუალება ექნება დავეხმაროთ პატარებს.

აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იაშვილის სახელობის კლინიკის და ნიუ ჰოსპიტალსის სრულ მედ პერსონალს გაწეული მაღალი პროფესიონალური, თავდაუზოგავი შრომისათვის. ასევე გაწეული დახმარებისთვის დედების ფონდს, რომელმაც დაუჯერებელი და დიდი სამუშაო გასწია ჩვენი პატარებისთვის.

მადლობა ყველას. ყველაფერი კარგად იქნება, სანამ ერთად ვართ!!!

მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა), ლათინურად: Sopio Kharshiladze

#GE18BG0000000553349014 (საქართველოს ბანკი);

#GE64TB7513745068100047(თიბისი ბანკი)".

ცნობისთვის, შემ­თხვე­ვა გა­სულ თვე­ში ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხათ, როცა ექსკურსიიდან სახლში ბრუნდებოდნენ და გზა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ.

ასევე იხილეთ: "ნიაკოს თავის ქალა აქვს ამოღებული, ორივე მხარეს" - რას ჰყვება დედა, რომლის შვილები ავარიის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან