loader

"ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სიების ჩახსნასა და მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ 4 წლის წინაც და გამოვიყენებთ ახლაც" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე სიების ჩახსნასა და მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით?

ასეთ ნაბიჯები, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სიების გასაუქმებლად, ცესკოსადმი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიმართვა შეაფასა.

პრემიერის თქმით, როდესაც გაიმართება პირველი სესია ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ კი თუ ვინმეს სურს, შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნასა და მანდატის შეწყვეტაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა შეიცავს საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს. ჩვენ ეს მექანიზმი გამოვიყენეთ 4 წლის წინაც, გამოვიყენებთ ახლაც. ასეთი ნაბიჯები, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, მხოლოდ პიარულ მიზნებზეა გათვლილი, მეტი დატვირთვა ვერ ექნება. ყველამ იცის, რომ პარლამენტის პირველ შეკრებამდე სიების ჩახსნა შეუძლებელია, შესაბამისად, როცა გაიმართება პირველი სესია ყველა დეპუტატის უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ამის შემდეგ თუ ვინმეს სურს მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან ცესკოს სიების ჩახსნაზე, მანდატის შეწყვეტაზე, კი ბატონო, შეუძლიათ გააკეთონ, ეს ხდება მხოლოდ პირველი სესიის შემდეგ“,- აღნიშნა პრემიერმა.