loader

რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის? - ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის? - ახალი დეტალები

აფხაზური "ტელეგრამ"-არხები ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. 5 პოლიტიკოსი გუდაუთიდან, საზოგადოებრივი შეკრებიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც დააკავეს და ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. გამოცემა „რესპუბლიკა“ იუწყება, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დაკავებულების ნათესავები, საზოგადოების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაკავების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითაღიარებული რესპუბლიკის ოფიციალურ სტრუქტურებს საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.