loader

"ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით..." - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით..." - რას წერს რომან გოცირიძე?

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

ახალი პრეტენზიები გაჩნდა ოპოზიციის მისამართით. თურმე პრობლემა იმაშია, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მრავალლიდერობიანობა ყოფილა ცუდი.

სინამდვილეში, ევროპული, კოალიციური მმართველობა გამორიცხავს ერთი ბელადის ირგვლივ კონსოლიდაციას. ერთლიდერობა ერთმმართველობას შობს, საიდანაც ავტორიტარიზმიც ერთ ნაბიჯშია.

უფრო მეტიც, ოპოზიციას მიტინგებზე მჭექარობა დაუწუნეს. ხედავ, აგერ გერმანელი როგორ მუხტით გამოვიდა და ჩვენები არაო.

არც ესაა ევროპული. ქარიზმატული, “ტრიბუნი” ლიდერები დღეს იშვიათადაა. შეიძლება მათზე უკვე მოთხოვნაც არაა. ასეთ ლიდერს სჭირდება შესაბამის აუდიტორია. მასების ისტერიული ყვირილითა და ჟესტიკულაციით “აგდების” შეუდარებელი ოსტატი იყო ჰიტლერი. დღეს მსგავს ლიდერს იმავე გერმანიაში არც კი მოუსმენენ.

ოპოზიციას ჰყავს ბევრი ლიდერი და ეს მისი სიძლიერეა." - წერს რომან გოცირიძე.