loader

"ამ კაცმა, ნაციონალურ არჩევნებამდე სამი თვით ადრე..." - რაში ადანაშაულებს თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ კაცმა, ნაციონალურ არჩევნებამდე სამი თვით ადრე..." - რაში ადანაშაულებს თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთელს?

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი წერეთელთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

"მეგობრებო, გიგი წერეთელმა, კაკო ბობოხიძის მეშვეობით, თავად გააყალბა შიდაპარტიული არჩევნები.

ამ კაცმა, ნაციონალურ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, იკადრა ყველაფერი, რაც "ქართულმა ოცნებამ" და ბრეხტის დილემის წინაშე დაგვაყენა.

გიგი წერეთელმა გამარჯვება წაგლიჯა საშუალოდ 25 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც არათუ პოლიტიკაში, არამედ პარტიულ პოლიტიკაში ათენებდნენ და აღამებდნენ და ქმნიდნენ საუკეთესო პოლიტიკურ პროდუქტს.

გაყალბების პროტესტის სპიკერად წერეთლის ყოფნა და მისი გამოჩენა საუკეთესოდ ასახავს ოპოზიციის გახრწნილებას და შეუძლებელია ასეთმა ოპოზიციამ ჯანსაღი პროტესტის აგორება შეძლოს.

თვითონაა გამყალბებელი წერეთელი.

გამყალბებელი აპროტესტებს გაყალბებას.

გამორიცხულია, რომ ასეთმა ოპოზიციამ წარმატებას მიაღწიოს.

Impossible." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.